წითელი ჯვრის საზოგადოება გორში 50 ოჯახს დაეხმარება

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 14:52

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) კატასტროფების მართვის დეპარტამენტი ჰუმანიტარულ დახმარებას დაარიგებს. პირველადი მოხმარების ნივთები 18 აპრილს ქ. გორში 50 ოჯახს დაურიგდება, რომლებიც ძლიერი ქარის შედეგად დაზარალდნენ და რომელთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ან მრავალშვილიანია.

დაზარალებულთა დახმარება შესაძლებელი გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდის (DREF) მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ ა.წ. 24 მარტს, საქართველოში ძლიერი ქარი, წყალდიდობა და შტორმი დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაზარალდა თბილისის, გორის,ასევე გურიისა და აჭარის რეგიონის მოსახლეობა. არსებული მონაცემებით დაზიანდა 350-მდე საცხოვრებელი სახლი და 20 სკოლის შენობა, ჩამოინგრა ნაპირსამაგრები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, წაიქცა ხეები, გარე განათების ბოძები და ბილბორდები.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58