შსს-მ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 14:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორგანიზებულ–დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: მალხაზ ბ, ბესიკ კ, ზურაბ შ. და დავით დ. ქურდობის ფაქტზე დააკავეს.

ოთხივე ბრალდებული წლების განმავლობაში ხელვაჩაურში მდებარე სამკერვალო ფაბრიკა „ბი-თი-ემ ტექსტილი“-ს დაცვის სამსახურში მუშაობდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2011 წლიდან მარტიდან 2013 წლის აპრილამდე სამკერვალო ფაბრიკა და მის ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტი ოცჯერ გაქურდეს. ამ დროისთვის დადგენილია, რომ ბრალდებულებმა 2 წლის განმავლობაში 15 000 ლარის ღირებულების სიგარეტი და 50 000 ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთი მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულები ოცივე ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება სსკ-ს 177 (ქურდობა) მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43