პრეზიდენტის თქმით, დათა ახალაია "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი არასდროს ყოფილა და მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 14:41

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დათა ახალაიას მიერ სოციალურ ქსელ facebook-ით გავრცელებულ წერილს გადაცემა "პოზიციაში" გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, რევოლუციის შემდეგ დათა ახალაია "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი არასდროს  ყოფილა და მასთან არათუ კომუნიკაცია არ ჰქონია, არამედ მხოლოდ ორ-სამჯერ ჰყავს ნანახი.

რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილებას და დაპირისპირებას, პრეზიდენტის თქმით, მოძრაობაში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს და არც მისი დაშლის საფრთხე არ არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობა" არ არის პიროვნულ ურთიერთობებზე აგებული ჯგუფი. იგი პრინციპების გარშემოა გაერთიანებული და თუ ადამიანები მიდიან და მოდიან, ეს ნორმალური პროცესია", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59