ახლაც მაქვს შემოთავაზებები საერთაშორისო ორანიზაციებიდან სერიოზულ თანამდებობებზე - მიხეილ სააკაშვილი

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 13:50

მე მქონდა და ახლაც მაქვს შემოთავაზებები საერთაშორისო ორანიზაციებიდან სერიოზულ თანამდებობებზე, მაგრამ ჩემი გული, ჩემი სული არის საქართველოში და არსად წასვლას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი არ უნდა დადგეს საფრთხის ქვეშ და ის ამ საფრთხის ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებს.

"სანამ საქართველო არ იქნება თავისუფალი, სანამ საქართველო ამ ბრძოლაში ბოლომდე არ გაიმარჯვებს, მე ამ ბრძოლიდან არ გავალ. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მობილიზებულები და რაც მთავარია, არაფერი დავუშავოთ ჩვენს ქვეყანას, შევინარჩუნოთ რაც არის და წავიდეთ წინ. და თუ ამ მთავრობას შევუწყობ ხელს და გამოცდილებას გავუზიარებ მე დიდი სიამოვნებით ვიქნები მათი უფასო კონსულტანტიც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის მზადაა კონსულტაციები გაუწიოს როგორც პრემიერ-მინისტრს, ისე ახალ პრეზიდენტსაც, რომელიც არჩევნების შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვა.

" სიამოვნებით ვიქნები პრემიერ-მინისტრის კონსულტანტიც ამ არჩევნების შემდეგ, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტის კონსულტანტიც. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა საბოლოო ჯამში ქვეყანა წინ წავიდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59