ხათუნა კალმახელიძე განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 13:23

სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე "მე-9 არხზე" გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარი სასჯელ-აღსრულების სისტემაზე იყო, facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. "მეცხრე არხზე გავიდა გადაცემა, ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც საუბარი იყო სასჯელაღსრულების სისტემაზე, სადაც კონკრეტულმა ადამიანმა ცილი დამწამა და სრულიად უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ დამადანაშაულა ქმედებებში, რომელიც არასოდეს განმიხორციელებია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა დეტალი, რაზეც საუბარია გადაცემაში ჩემთან მიმართებაში, არის აბსოლუტური ტყუილი.

ეს ადამიანი მე თვალით არასოდეს მინახავს და საერთოდ არაფერი არ ვიცი მის შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ცილისწამება არის კატეგორიულად მიუღებელი და დამღუპველი ჩვენი საზოგადოებისათვის. ეს არის ხალხის აბუჩად აგდება საკუთარი მიზნების მისაღწევად.

მე, სამწუხაროდ, არასოდეს ვახდენდი რეაგირებას ცილისწამებაზე, მაგრამ გადაცემაში მოყვანილი აბსურდული ინფორმაცია ყოველგვარ ზღვარს სცილდება", - წერს ხათუნა კალმახელიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46