კახა კალაძემ კონფერენცია „ახალგაზრდა ინჟინრების როლი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“ გახსნა

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 12:54

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ კონფერენცია „ახალგაზრდა ინჟინრების როლი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“ გახსნა.

 კონფერენცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) ორგანიზებით, ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გაიმართა. კონფერენციას USAID-ის, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატისა და ამავე უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლები დაესწრნენ.

კონფერენციის მიზანია ახალგაზრდა ინჟინრების ხელშეწყობა საქართველოს ენერგოსექტორში, ღია დისკუსიის სტიმულირება და ინფორმაციის გაზიარება ენერგეტიკის სფეროში ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ, რაც გააუმჯობესებს კოორდინაციას ენერგოსექტორში მომუშავე ორგანიზაციებს შორის. ამასთან, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომების პრეზენტაცია გამართეს და ხედვები მინისტრს გააცნეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44