შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრები დააკავა

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 12:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა ე. წ. „ქურდული სამყარო“–ს წევრები, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1971 წელს დაბადებულიკახა შ. და 1974 წელს დაბადებული აკაკი ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული ,,ქურდულ სამყაროს“ წევრობას აღიარებს. ისინი ე. წ. „ქურდული“ წესების დაცვით მოწყობილი გარჩევებისას, დაშინებისა და მუქარის გზით, მოქალაქეებს სხვადასხვა ოდენობის თანხას სძალავდნენ.

სამართალდამცველებმა კახა შ. და აკაკი ბ. ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე პრიმა მუხლის 1–ლი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა) მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5