ალექსი პეტრიაშვილმა დიდ ბრიტანეთში მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 12:32

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, სადაც მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში მინისტრ ენდრიუ მურისონთან, ნატოსა და ევროპულ საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დევიდ ლიდინგტონთან და საქართველო-ბრიტანეთის საპარლამეტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან მარკ რეკლესის თავმჯდომარეობით.

შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ ამ მიმართულებით უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მხარეებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბრიტანული მხარის მიერ განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს, როგორც ნატო-ს არაწევრი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყნის წვლილი ავღანეთის ISAF-ის მისიაში.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილი ანალიტიკური ცენტრის „საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს“ (ECFR) წარმომადგენლებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან სახელმწიფო მინისტრმა, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხა.

„მათი მხრიდან გამოიხატა ძალიან დიდ ინტერესი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს დღეს საქართველოში და გამოითქვა იმედი, რომ დაწყებული ცვლილებები და ძვრები, რასაც საფუძველი ჩაეყარა პარლამენტის არჩევნებზე 2012 წელს, გაგრძელდება ძალიან წარმატებულად და ნაყოფიერად, რაც ჩვენ მიგვიყვანს საბოლოო ჩვენ მიზნამდე, რომელიც არის საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება“, - განაცხადა შეხვედრების დასრულების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი დიდი ბრიტანეთიდან სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება, სადაც დაგეგმილია ალექსი პეტრიაშვილის სიტყვით გამოსვლა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55