დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს მოსამართლეები სააპელაციო სასამართლოს სტუმრობენ

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 12:26

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქართველოში ვიზიტად მყოფი დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს მოსამართლეთა დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტი იმართება თბილისის სააპელაციო  სასამართლოსა და დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

სასამართლოებს შორის თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის მაისში ბატონი ვალერი ცერცვაძისა და ბატონი ულრიხ ჰაგენლოხის ერთობლივი ძალისხმევითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართული შეხვედრა შეეხო რელაციის ტექნიკისა და მხარეთა მორიგების თემებს. ქართველმა და გერმანელმა მოსამართლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს სამართლიანი სასამართლო განხილვის, შეჯიბრებითობის პრინციპის, გადაწყვეტილების მოსალოდნელობის, მხარეებისათვის თანაბარი პირობების შექმნის, მოსამართლის როლის, მხარეებთან კომუნიკაციის, მორიგების დამტკიცების, აღსრულების და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

გერმანელი სტუმრების ვიზიტის 0 აპრილამდე გაგრძელდება 2. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, კოალიციასთან დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის, ორგანიზაციასთან „ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“, ასევე სტუმრობა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და თბილისის იუსტიციის სახლში.

მხარეები მოწოდებულნი არიან გააღრმაონ დაწყებული თანამშრომლობა, რამდენადაც საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მოსამართლეთა შორის სამართლებრივი დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის და კარგ შესაძლებლობას იძლევა ქართული და გერმანული მართლმსაჯულების სრულყოფისათვის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45