ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 00:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ ხალხს ბოსტონში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს და გამძლეობას უსურვებს ამ განსაცდელის ჟამს.

"დიდი მწუხარება მინდა გამოვთქვა იმ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა ამერიკელ ხალხს ბოსტონში აფეთქებების შედეგად, რასაც მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი, ასეულობით ადამიანი კი დაშავდა.

სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახებს, ვიზიარებ მათ და მთელი ამერიკელი ხალხის მწუხარებას და გამძლეობას ვუსურვებ ამ განსაცდელის ჟამს", - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44