კახა კუკავა „ქორთიარდ მარიოტში“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 22:33

შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები „ქორთიარდ მარიოტში“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კუკავამ.

როგორც კახა კუკავამ აღნიშნა, ამ კუთხით დასახვეწია, როგორც ქვეყნის კანონმდებლობა, ასევე მთავრობის მიერ უნდა განხორციელდეს რიგი ცვლილებები, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად და სრულად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6