ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი კონფერენციას გამართავს

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 23:34

"ქორთიარდ მერიოტში” ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით, საავტომობილო ზეთების ბაზარზე არსებული ვითარების განხილვის თემაზე კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაზე განხილული იქნება ზეთის ფალსიფიკაციის, სხვისი სამარკო ნიშნის გამოყენების საკითხი, ასევე იმ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომლებიც ხელს შეუწყობს საავტომობილო ზეთების ბაზარზე ვითარების გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობასა და ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას.

კონფერენციაზე მოწვეული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ერთიანი საავტომობილო ადმინისტრაციის, სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები, ექსპერტები, დამოუკიდებელი ლაბორატორიები, საავტომობილო ზეთების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების ხელმძღვანელობა.

კონფერენცია 17 აპრილს, 11:00 საათზე დაიწყება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61