გიორგი თევზაძე პატიმრების შიმშილობის ფაქტზე კომენტარს აკეთებს

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 20:58

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გლდანის #8 დაწესებულებაში სამუდამო პატიმრობამისჯილი 70 პატიმრის შიმშილობის ფაქტზე კომენტარს აკეთებს. გიორგი თევზაძის განმარტებით, მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნა სამართლიანია და შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს, მათ შორის მინიმალური სტანდატულ წესებს. ამ მიმართულებით ასევე უმნიშვნელოვანესია სამართლაინი სასამართლოს უფლება, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო უფლებებითა და ევროკონვენციით გარანტირებული უფლებით.

„აუცილებელია, მოხდეს მოშიმშილე პატიმრების მოსმენა კომპეტენტური სამსახურების მიერ და შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული იქნას მათი მოთხოვნები, რათა მასობრივი სახე არ მიიღოს შიმილობის ფაქტებმა. ხოლო ის ფაქტი, რომ პატიმრები და მათი ოჯახის წევრები ითხოვენ უფლებადამცველების მონახულებას, როგორც ამის შესაძლებლობას ქმნიდა გასულ წელს მოქმედი პენიტენციური საბჭოს საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის ფარგლებში, ცხადყოფს ამ ან სხვა ფორმით პენიტენციური სისტემის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მონიტორინგის ამოქმედების აუცილებლობას, რომელსაც ექნება რეალური და არა მხოლოდ ფორმალური დატვირთვა“,- განაცხადა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44