ნიკოლოზ მჟავანაძე პრეზიდენტის ბიძაშვილს სასამართლოში უჩივის

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 19:17

„უფლებამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, უახლოეს ხანში პროკურატურაში საჩივარს შეიტანს ყოფილი მებაჟის უკანონოდ გასამართლებასთან დაკავშირებით.

 ასევე, უფლებადამცველი პროკურატურისგან მოითხოვს, გამოძიებულ იქნას, თუ რამდენად შეიძლება ყოფილიყო ჩართული საფოსტო ამანათებით საბერძნეთიდან ნარკოტიკების შემოტანაში მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი და თემურ ალასანიას შვილი ნიკოლას ალასანია.

აღნიშნულთან დაკავშირებით „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ და ყოფილმა მებაჟემ გიორგი ომიაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილი მებაჟე-ინსპექტორი გიორგი ომიაძე გახლდათ მსხვერპლი იმ უკანონობისა, რომელიც წლებია საბაჟო ტერმინალებში დანერგილი იყო.

„მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი და თემურ ალასანიას შვილი, ნიკოლას ალასანია გახლდათ საბაჟო ტერმინალ შპს „საქართველოს საჰაერო კარიბჭის“ 50% წილის მფლობელი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ომიაძის დაპატიმრებაში, ნიკოლას ალასანიას ხელი ერიოს, ამის თქმის საფუძველს იძლევა შემდეგი გარემოება. შპს „საქართველოს საჰაერო კარიბჭეში“ რამდენჯერმე მებაჟების მხრიდან და, მათ შორის, გიორგი ომიაძის მხრიდან საბერძნეთიდან გამოგზავნილი ამანათებიდან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერება, რის გამოც ფერხდებოდა ტერმინალის მუშაობა, ვინაიდან გამოძიება ერთვებოდა საქმეში, რეპუტაცია ელახებოდა შპს „საქართველოს საჰაერო კარიბჭეს“ და მის მფლობელებს. ამის გამო, მებაჟის მიმართ ნიკოლას ალასანიამ რამდენჯერმე გამოთქვა უკმაყოფილება და გააფრთხილა, რომ თუკი ნარკოტიკული საშუალებების პოვნის ან სხვა კანონსაჭინაამღდეგოს აღმოჩენის შემთხვევაში შეფერხდებოდა ტერმინალის მუშაობა, მას პრობლემები არ აცდებოდა. მსგავსი მუქარა ალასანიას მხრიდან რამდენჯერმე მოხდა და ბოლო მუქარა იმით დასრულდა, რომ ერთ თვეში ომიაძე სრულიად უსაფუძლოდ იქნა დაჭერილი და ფინანსურმა პოლიციამ 11 ლარი და 60 თეთრის (აქციზის გადასახადის) ბიუჯეტისადმი მიყენებული ზარალის გამო, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

მისი განცხადებით, შემდგომ ომიაძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და 9000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებულ იქნა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59