როლანდ ახალაია "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 17:43

სოციალურ ქსელ "თბილისი ფორუმზე" ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ფორუმზე გავრცელებული ინფორმაციით, როლანდ ახალაიამ ნაციონალური მოძრაობის დატოვების შესახებ განცხადება საკომიტეტო მოსმენის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ შეუერთდება დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციას.

"მე მორალური უფლება არ მაქვს, რომ დავრჩე ნაციონალურ მოძრაობაში. ამ დრომდე თავს ვიკავებდი, მაგრამ ჩემი შვილის მიერ გავრცელებული მიმართვის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. არასოდეს მიღალატია პრინციპებისთვის, ქვეყნისთვის და არც ახლა ვაპირებ არასწორი ნაბიჯის გადადგმას", - განაცხადა როლანდ ახალაიამ.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია თავისი შვილის სიმართლეში და ადასტურებს, რომ წერილი დათას დაწერილია.

"რამდენიმე დღის წინ სკაიპით ვესაუბრე დათას. პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ მიანიშნა ამ ყველაფერზე. დღეს უკვე ჩემთვის ნათელი გახდა, თუ რისი თქმა სურდა მას", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ფორუმზე განთვსებულ ინფორმაციაშია  მითითებული, როლანდ ახალაია გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს საღამოს გააკეთებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46