საბურთალოს რაიონის გამგეობასთან სოციალურად დაუცველები შეიკრიბნენ

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 17:21

საბურთალოს რაიონის გამგეობასთან სოციალურად დაუცველები შეიკრიბნენ და გამგებელს ჯანდაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს. შუამდგომლობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საერთო ბაზაში დაბრუნებას ეხება.

ისინი საბურთალოს რაიონის გამგებელთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროში წავიდნენ, სადაც მათ კრწანისის რაიონის გამგებელიც შეუერთდა.

ხათუნა ბერძენიშვილმა და გია ხუროშვილმა მოქალაქეების განცხადებები კანცელარიაში დატოვეს, შემდეგ კი მინისტრის მაოდგილე დავით ლომიძეს შეხვდნენ.

როგორც ლომიძე აცხადებს, განცხადებების განხილვა 2 კვირის განმავლობაში მოხდება და კანონის ფარგლებში, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61