პრეზიდენტი ხელშეუხებელია და მისი დაკითხვაზე იძულებით მიყვანა კანონს ეწინააღმდეგება - არჩილ კბილაშვილი

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 16:08

აგვისტოს ომის ხელახალ გამოძიებაზე განცხადება მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციით, პრეზიდენტი ხელშეუხებელია და მისი დაკითხვაზე იძულებით მიყვანა კანონს ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით, აგვისტოს ომის სამართლებრივი მხარის შესწავლის მიზნით  პროკურატურაში საგამოძიებო ჯგუფის ფორმირება მიმდინარეობს, რომელსაც თავად პროკურორი უხელმძღვანელებს და აღნიშნული გამოძიების პროცესში, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც  დაიკითხოს.

მთავარი პროკურორის განმარტებით, თუკი პრეზიდენტი უარს იტყვის გამოძიებასთან თნამშრომლობაზე, მაშინ საგამოძიებო პროცედურა შეჩერდება მანამ, სანამ მას ექნება პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილება.

კბილაშვილის თქმით, მიუხედავად კანონდარღვევისა, რომ პრეზედენტი არ გამოცხადდება დაკითხვაზე, ამ შემთხვევაშიც კი  სამართლებრივი მექანიზმი პრეზიდენტის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინეული არ არის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61