ვისოლი „შევრონის“ საავტომობილო ზეთების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 16:39

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ვისოლმა მსოფლიოში წამყვან ნავთობკომპანია „შევრონთან“ გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში „ტექსაკოს“ საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა. „შევრონის“ პროდუქტები სამი წამყვანი ბრენდის „შევრონის“, „ტექსაკოს“ და „კალტექსის“ სახელითაა წარმოდგენილი ამერიკასა და ევროპაში და პროდუქტის ხარისხითა და მაღალტექნოლოგიურობით აღიარებულია მთელს მსოფლიოში.

”მოხარული ვართ, რომ „ვისოლ ჯგუფთან“ თანამშრომლობის შესაძლებლობა მოგვეცა, რადგან, აშკარაა, რომ ვისოლი არის ის ბრენდი, რომლის სახელთანაც „შევრონის“ ასოცირება ქვეყნის ბაზარზე დამკვიდრების წარმატებული გზაა. ამასთანავე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „შევრონის“ პრემიუმ კლასის პროდუქტების შეთავაზებას ვისოლი მომსახურების უმაღლესი სტანდარტებით შეძლებს, რაც დამატებით კომფორტს და ნდობას შეუქმნის მომხმარებელს”, - აცხადებს „შევრონის“ წარმომადგენელი.

მომხმარებელს „შევრონის“ ზეთებისა და საპოხი მასალების შეძენა „ვიანორის“ მომსახურების ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ. „ვიანორი“ ერთგულ მომხმარებელს „ტექსაკოს“ საავტომობილო ზეთებს და სხვა საპოხ მასალებს როგორც მსუბუქი, ისე სატვრთო მანქანებისათვის შესთავაზებს.

”ამიერიდან კომპანიის მომხმარებლებს ექსკლუზიურად მხოლოდ „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია “ვიანორის“ ავტომომსახურების ცენტრების ქსელში შეეძლებათ „შევრონის“ უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების შეძენა. კიდევ ერთ მსოფლიო ბრენდთან - „შევრონთან“ პარტნორობით ვისოლი კიდევ უფრო გაიმყარებს საქართველოს ნავთობბაზრის ლიდერის პოზიციებს. ამას გარდა, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ პროდუქტისა და მომსახურებით უმაღლესი ხარისხი „შევრონისათვის“, ისევე როგორც „ვისოლ ჯგუფისათვის“, ძირითადი ღირებულებაა და ეს ჩვენ კიდევ უფრო გვაახლოვებს”, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

მულტინაციონალური კომპანია „შევრონი“ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს მსოფლიოს მასშტაბით და ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი გაზის, ელექტრო ენერგიის და ბიოსაწვავის წარმოებასა და რეალიზაციას ეწევა 61 000 თანამშრომელის დახმარებით. „შევრონი“ მსოფლიო მასშტაბით 16 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და 20 000-ზე მეტ მომსახურების ცენტრს ფლობს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58