“ნაცმოძრაობა” ტყუილის და საბოტაჟის გზით ცდილობს მოქალაქეების აქციაზე მიყვანას - ზაზა გაბუნია

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 16:26

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ტყუილის და საბოტაჟის გზით ცდილობს მოქალაქეების აქციაზე მიყვანას.

ზაზა გაბუნიას თქმით, ყინვების და უამინდობის შედეგად დაზიანებულ საგზაო ინფრაქსტრუქტურის აღდგენას მერია მიზანმიმართულად არ ახორციელებს.

'გასული წლისგან განსხვავებით, როცა თითოეულ რაიონში საშუალოდ 45-50 ათასი კვადრატული მეტრი ასფალტი იგებოდა, წელს მხოლოდ 2-დან 7 ათასამდე კვადრატის დასაგებად გადარიცხა თანხები მერიამ რაიონებში და ამას თავად მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ადასტურებენ. ამით მერია ცდილობს საზოგადოებაში გამოიწვიოს უკმაყოფილება და შეუკეთებლად დარჩენილი გზების მიზეზად ცენტრალური მთავრობა და მისი არასკამრისი დახმარება დაასახელოს. ეს კი საბოტაჟის მცდელობაა", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, მას მიმართა სხვადასხვა რაიონის მოსახლეობამ რომლებიც ამბობენ, რომ გარკვეულმა პირებმა მათ შესთავაზეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება 19 აპრილის აქციაზე გამოეთქვათ.

ზაზა გაბუნია მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ აყვებიან ამ პროვოკაციას და მათი შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რადგან გზების მოწესრიგება არა ცენტრალური, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებაა და, შესაბამისად, უკმაყოფილების ადრესატი მხოლოდ მერია შეიძლება იყოს.

ზაზა გაბუნია, ასევე მოუწოდებს მერიას, საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს და შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45