facebook-ით გავრცელებული განცხადება დათა ახალაიას არ ეკუთვნის - თეა თუთბერიძე

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 16:08

facebook-ის გვერდზე გავრცელებული განცხადება დათა ახალაიას არ ეკუთვნის, - განუცხადა "ჯეონიუსს" თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა თეა თუთბერიძემ.

როგორც თეა თუთბერიძე აცხადებს, ის დაუკავშირდა კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც კავშირი აქვთ დათა ახალაიასთან, თუმცა, მისივე განცხადებით, მათ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. 

"როცა ეს განცხადება გავრცელდა,  ვიკითხე. თუკი ეს განცხადება დათა ახალაიას მიერ იქნებოდა გავრცელებული, ამ ადამიანებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია,რადგან ისინი დათა ახალაიას ძალიან ახლო გარემოცვაა. რაც შეეხება განცხადების შინაარსს, მისი ნამდვილობა  ვანო მერაბიშვილმა და შესაბამისმა სპეცსამსახურებმა იციან და შესაძლებელია, რომ სპეცსამსახურები  იყენებენ ამ ინფორმაციას 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით", - განაცხადა თეა თუთბერიძემ.

გუშინ დათა ახალაიას სახელით სოციალურ ქსელში  გავრცელდა განცხადება, სადაც კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი  ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს საქართველოში დატრიალებულ მრავალ უბედურებასა და ლაფანყურის ავანტიურაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58