\"ევროპელი დემოკრატების\" თავმჯდომარე პაატა დავითაია სტრასბურგში გაემგზავრა

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 15:36

"ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე, პაატა დავითაია, სტრასბურგში გაემგზავრა. 17 აპრილს პაატა დავითაია ევროპარლამენტში შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ფრაქციის პრეზიდენტთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნება საქართველოში არსებული ვითარება და 2008 წლის ომის ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებული საკითხები, ხოლო 18 აპრილს ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შედგება მრგვალი მაგიდა ევროპარლამენტის ცალკეულ დეპუტატებთან. აგრეთვე, დაგეგმილია შეხვედრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრებთანაც.

ვიზიტი  19 აპრილს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6