19 აპრილამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და კიდევ ბევრ, ხუხაშვილის თავში მოხარშულ ავადმყოფობას იხილავს საზოგადოება - გიგი უგულავა

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 15:06

ახალაიამ ან უნდა დაადასტუროს ის, რასაც ამბობს, ან უნდა ჩამოვიდეს და რაც უნდა ის მოუყოლია, ეს მისი საქმეა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი გიგი უგულავა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაის გუშინ facebook - ის გვერდზე გავრცელებულ წერილს.

"ძალიან მაგონებს ეს ყველფერი ოქრუაშვილის ბალადას, თუმცა  ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ხუხაშვილის გუშინდელი გამოსარჩლება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი. ეს მხოლოდ ერთადერთი რამით აიხსნება - ხელისუფლებას ეშინია 19 აპრილის აქციების. ამ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ბევრს შეიძლება ნერვებმა უმტყუვნოს, ბევრი, შესაძლოა, რაღაც გარიგებაში შევიდეს, ძალიან დასანანია, თუ დადასტურდა რომ ეს ასეა. თუმცა,  ცხადია, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი 19 აპრილს უკავშირდება. 19 აპრილამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და, შესაძლოა, კიდევ ბევრი ხუხაშვილის თავში მოხარშული ავადმყოფობა იხილოს საზოგადოებამ", - განაცხადა უგულავამ.

დათა ახალაიას სახელით,  სოციალურ ქსელ facebook-ში მიმართვა გუშინ გავრცელდა, სადაც კუდის ყოფილი უფროსი საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურებისა და ლაფანყურის ავანტიურის ავტორად ვანო მერაბიშვილს ასახელებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43