მას შემდეგ, რაც ნათლად გამოიკვეთება რასთან გვაქვს საქმე, იოლი იქნება დასკვნების გაკეთება - ეკა ბესელია

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 14:29

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დათა ახალაიას facebook-ით გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

ბესელიას თქმით, ამ საკითხით გამოძიებაც დაინტერესდება და უახლოეს პერიოდში შეიძლება კიდევ უფრო საინტერესო ფაქტები გახდეს ცნობილი გამოძიებისთვის.

"ყოფილი თანამდებობის პირების და დანაშაულებრივ ფაქტებზე გამოძიებისათვის ინფორმაციის მიწოდება სწორი პოზიციაა. მას შემდეგ, რაც ნათლად გამოიკვეთება რასთან გვაქვს საქმე, ვინ რას გეგმავს, ან ვის რა სცენარი აქვს ჩაფიქრებული,  ბუნებრივია, უფრო იოლი იქნება დასკვნების გაკეთება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59