ნუგზარ წიკლაური facebook-ით გავრცელებული განცხადებას 19 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებს

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 14:37

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით,  გუშინ facebook-ით გავრცელებული განცხადება დათა ახალაიას  განწყობას არ ასახავს და თვლის, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას სახელით გავრცელებული განცხადება ახალაიას არ ეკუთვნის.

ნუგზარ წიკლაური გავრცელებულ განცხადებას 19 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებს.

 „ჩემი აზრით, ეს არის არა ამ ადამიანის განწყობა, არამედ პროვოცირებაა სულ სხვა ადამიანების და უწყებების მხრიდან. გასაგებია, ვის ინტერესებშიც შედის, რომ 19 აპრილს დაგეგმილი „დიდი საჯარო მანიფესტაციის“ დროს არ იყოს ერთიანობა და მოხდეს ძალების დაყოფა", - აცხადებს ნუგზარ წიკლაური. 

შეგახსენებთ, რომ დათა ახალაიას სახელით გუშინ facebook-ში გავრცელდა წერილი, რომელშიც ახალაია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურებისა და ლაფანყურის ავანტიურის ავტორია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55