კუდ-ის ყოფილი უფროსის ადვოკატი გავრცელებული განცხადების ნამდვილობას ადასტურებს

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 14:25

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაის ადვოკატი გუშინ დათა ახალაიას  facebook-ით გავრცელებული განცხადების ნამდვილობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში  გამოქვეყნებული განცხადება დათა ახალაიას ეკუთვნოდა.

ადვოკატის თქმით, ზოგიერთი თავშეუკავებელი პერსონა მისი  კომპეტენციის შეფასებით არის დაკავებული და მათ მიმართავს, რომ დათა ახალაიას მისი სახით ჰყავს საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური ადვოკატი, რომლის შეცდომაში შეყვანა იოლი საქმე არ არის.

"მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში",- წერია განცხადებაში, რომლის ნამდვილობას ვადასტურებ", - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ დათა ახალაიას სახელით გუშინ facebook-ში გავრცელდა წერილი, რომელშიც ახალაია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურებისა და ლაფანყურის ავანტიურის ავტორია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59