პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტი ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 14:30

საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. ჯილდო მიხეილ სააკაშვილმა გიორგის მეუღლეს მაკა ჩიკვილაძეს გადასცა.

 როგორც ქვეყნის უმაღლემა მთავარსარდალმა განაცხადა, სწორედ გიორგის და მისნაირი გმირების დამსახურებაა ის, რომ აგვისტოს დღეებში ქართული სახელმწიფოებრიობა გადარჩა.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალში ტყვეობაში გარდაიცვალა. მას მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.

გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში დაიბადა. იყო მეტყვიამფრქვევის თანაშემწე. ჰყავს მეუღლე მაკა ჩიკვილაძე და ორი შვილი - ლევან და ანა ანწუხელიძეები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45