არასრულწლოვნები ფსიქოლოგებთან სემინარს დაესწრნენ

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 20:08

ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციაში - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ - სემინარს დაესწრნენ.

ამ ორგანიზაციის ფსიქოლოგები მოზარდებს ესაუბრნენ აგრესიის და სტრესის მართვაზე, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაზე, კონფლიქტების პრევენციასა და სხვა პრობლემატურ თემებზე.

ღონისძიება ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროსა და მედია-ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოეწყო. 2013 წლის იანვარში დაწყებული ექვსთვიანი პროექტი, მსგავს სემინარებთან ერთად, მოიცავს არასრულწლოვნებისთვის ვიდეოგადაღებების სწავლებას, ექსკურსიებსა და შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან, რაც მოზარდებს რესოციალიზაციაში ეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45