ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან 15 დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 19:32

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან 15 დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. მათი მოთხოვნაა იპოთეკური სესხის დასაფარად პრემიერ-მინისტრმა გასცეს გრძელვადიანი კრედიტები ან შეძლებისდაგვარად თვითონ დაფაროს.

როგორც მოშიმშილეებმა "ჯეონიუსს" განუცხადეს, გაუსაძლის პირობებში არიან და არანაირი დახმარება, არანაირი ხელშეწყობა არ აქვთ.

"სესხი ჩვენი ოჯახის გადასარჩენად ავიღეთ, სახლებიდან გამოგვყარეს, აღარაფერი დაგვიტოვეს, უკიდურეს ზღვარზე ვართ მისულები. როდესაც მოდიან ხელისუფლების წევრები, არც გვიყურებენ. როდესაც ზვიად ძიძიგური მოვიდა,  გვითხრა:"რაც აიღეთ ის გადაიხადეთ", ამის მეტი არავის არაფერი უთქვამს. თვითონ ბიძინა ივანიშვილიც გვემალება. ჩვენ სანამ ცოცხლები ვართ, აქ ვიქნებით და არავითარ შემთხვევაში არ დავიშლეებით. შესაძლოა, საქმე ძალიან გართულდეს და თუ პრემიერ მინისტრი არ დაგველაპარაკება და არ გადაწყდება ჩვენი საქმე, მაშინ აქ დავიხოცებით და თავს შევაკლავთ", - აცხადებენ მოშიმშილეები.

მათივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს პირველები ისინი უჭერდნენ მხარს, თუმცა სანაცვლოდ არაფერი მიიღეს.

მოშიმშილეების განცხადებით, ბევრი მათგანი მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურაში და ბევრი რამ იციან მათ შესახებ და თუ გამოსავალი აღარ იქნება, მაშინ ყველაფერს გამოააშკარავებენ და ბევრ რამეს საჯაროდ იტყვიან. 

გიორგი ფოცხვერაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45