ვანო მერაბიშვილი ღარიბაშვილს მოუწოდებს, თავი დაანებოს პოლიციაში „კუდიანებზე ნადირობას“

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 19:30

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილს პროვოკაციის მოწყობას გეგმავს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი facebook-ით გამოეხმაურა.

მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს კრიმინალთან ბრძოლისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.

"მე ვამაყობ, რომ გარკვეული წვლილი მიმიძღვის ახალი ქართული პოლიციის შექმნაში, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საამაყოდ იქცა ჩვენი ქვეყნისთვის და სამაგალითოდ ჩვენი მეზობლებისთვის. სამწუხაროდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დაკომპლექტება ძირითადად მოხდა ნაცნობობის, პირადი ლოიალობის და ნათესაობის ნიშნით. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ პოლიცია უნდა დარჩეს აპოლიტიკურ ორგანიზაციად, ემსახუროს მოსახლეობას და შეინარჩუნოს ის წარმატებები, რომელსაც მან რეფორმის შედეგად მიაღწია.

მოვუწოდებ სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, თავი დაანებოს პოლიციაში „კუდიანებზე ნადირობას“ და ნაცვლად ამისა, გადაერთონ კრიმინალთან ბრძოლაზე და მოქალაქეების უსაფრთხოების ზრუნვაზე. მე იმდენად მიყვარს ქართული პოლიცია, რომ უბრალოდ, არ ვაკადრებ მას პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვას", - წერს მერაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58