ნაციონალური მოძრაობა მორიგი სიცრუით ცდილობს ახალგაზრდების მიზიდვას და ცარიელი ადგილების შევსებას

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 19:40

19 აპრილის აქციას არაფერი აქვს საერთო დასავლურ კურსთან, დემოკრატიასთან, საქვეყნოდ აღიარებულ ჰუმანურ იდეებთან და ღირებულებებთან, - განცხადებას პოლიტიკური პარტია „თეთრების“ პრესცენტრი ავრცელებს.

„ჯეონიუსი“ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ზოგიერთი ტელევიზიითა და სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 19 აპრილის აქცია გახლავთ საქართველოს ხალხის, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის მხარდაჭერის გამოხატულება ქვეყნის დასავლური კურსისადმი.

ვაცხადებთ, რომ აქციას, რომელიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არაფერი აქვს საერთო დასავლურ კურსთან, დემოკრატიასთან, საქვეყნოდ აღიარებულ ჰუმანურ იდეებთან და ღირებულებებთან, ვინაიდან ის არის იმ პოლიტიკური ძალის ორგანიზებული, რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან და ქართულ აზროვნებასთან მებრძოლი, დასავლეთის ყველაზე რეაქციული ძალების მარიონეტი, ანტიჰუმანური მენტალიტეტის დამკვიდრების მსურველი, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის შემვიწროვებელი, ქართული ისტორიის, ენისა და სიწმინდეების შემბღალველი, ნეოფაშისტური იდეოლოგიის მატარებელ ადამიანთა კრებული.

ნაციონალური მოძრაობა გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც მორიგი სიცრუით ცდილობს მიიზიდოს ახალგაზრდები და ამით შეავსოს ის ადგილები, რომლებიც დაცარიელდა მათთვის ათი ათასობით ზურგშექცეულის მიერ. ხოლო მისი ლიდერია მატყუარა, უღირსი და თვითმარქვია პრეზიდენტი, რომლის თაობაზე ჩვენს მიერ განსაკუთრებული განცხადება გაკეთდება სამშაბათს, 16 აპრილს, „პრაიმ-ტაიმის“ პირდაპირ ეთერში“. - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5