„თეგეტა მოტორსში“ სპეციალური აქცია "ფასების ფესტივალი" დაიწყო

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 19:29

მომხმარებელზე ზრუნვის მიზნით, კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ სპეციალური აქცია წამოიწყო. დღეიდან 1 ივლისამდე ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება ჩაერთოს „ფასების ფესტივალში“ და მოიძიოს მისი ავტომობილისთვის განკუთვნილი პროდუქცია განახევრებულ ფასად.

აქციისთვის განსაზღვრული პროდუქცია, რომლის შეძენაც მომხმარებელს 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლება, მოიცავს: სათადარიგო ნაწილებს, ინსტრუმენტებს და ელექტრო ინსტრუმენტების აქსესუარებს, საბურავებსა და საცხებ-საპოხ მასალებს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის. პროდუქციის რაოდენობა და ასორტიმენტი შეზღუდულია, ამიტომ „ფასების ფესტივალში“ მონაწილეობისთვის მომხმარებელმა უნდა დარეკოს კომპანიის ცხელი ხაზის ნომერზე 224–44–44 ან მიმართოს „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალს და შეარჩიოს მისი ავტომობილისთვის განკუთვნილი სასურველი პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში, მომხმარებელს პრემიუმ ბრენდების პროდუქციის მოძიებაც შეეძლება.

„თეგეტა მოტორსი“ მომავალშიც განაგრძობს სპეციალურ აქციებს მომხმარებლის წახალისების მიზნით. გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, კომპანია ურჩევს მომხმარებელს სათანადო ყურადღება მიაქციონ საკუთარ ავტომობილს, რაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45