თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეების აქცია გაიმართა

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 19:21

თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი 2010 წელს აყარეს თავიანთი ტერიტორიიდან და გადაიყვანეს ყაზბეგის ქუჩაზე და შემდეგ არც ყაზბეგის ქუჩაზე გააჩერეს, რადგან იქ იგეგმებოდა მშენებლობა და მერიის გააფრთხილებით ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ 10 დღეში.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, თუმცა დღემდე მათი საქმე არ განხილულა.

მოვაჭრეების მოთხოვნაა, რომ იანვრამდე დარჩნენ ყაზბეგის ქუჩაზე,  რათა აღებული სესხები დაფარონ.

აქციას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "green peace"-ის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი.

"ამ ეტაპზე ჩანს, რომ ჩვენმა საპროტესტო აქციებმა ნაწილობრივ გამოიღო შედეგი და ჩანს დაპირება, რომ ალტერნატივის სახით აპირებენ ქავთარაძეზე მათთვის ტერიტორიის გამოყოფას, თუმცა ჯერ  უცნობია, რამდენად შესრულდება. თუკი მერია რეალურად აპირებდა ამ პრობლემის მოგვარებას, აღნიშნულზე ზრუნვა მაშინ უნდა დაეწყო, როცა ბაზრის ადმინისტრაცია იძულებით აწერინებდა ხელს მოვაჭრეებს ბაზრის დატოვებაზე და არა ახლა, როცა აქციები დაიწყო ხალხმა. სულ არაფერს ჯობია, რომ პროტესტის შედეგად მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები და არ დაკეტონ ბაზრობა, რათა ხალხი არ დარჩეს სამუშაოს გარეშე", - განაცხადა აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46