ციხისძირის მცხოვრებნი სამხედრო პოლიციელთა მხრიდან მუქარაზე საუბრობენ

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 18:18

სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებსა და ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის მცხოვრებთა შორის მომხდარი ინცინდენტის დეტალებს თვითმხუილველები იხსენებენ. როგორც ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის მცხოვრებლები ჰყვებიან, სამხედრო პოლიციის  სამი თანამშრომელი, გაბაიძეეების ოჯახში, ერთ-ერთი პოლიციელის ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდნენ, სადაც ალკოჰოლური სასმელი მიიღეს.

ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, ნასვამი პოლიციის თანამშრომლები სოფლის მოსახლეობას აჩერებდნენ, პირადობის დამადასტურებელ მოწმობას სთხოვდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ადგილობრივი მცხოვრებლები სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მუქარაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ გვიან ღამით 4 გასროლის ხმაც გაიგეს, თუმცა არავინ დაშავებულა.

გუშინ გვიან ღამით ქობულეთში სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომელებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე ზაზა მეტონიძემ გააკეთა. პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, ქობულეთის რაიონული სამმართველო მომხდარ ფაქტს უკვე იძიებს, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიციის თანამშრომელთა მიმართ არ დაწყებულა.

ციხისძირის ინცინდენტის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც გავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინცინდენტში მონაწილე სამი სამხედრო პოლიციელი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46