სილქნეტის აბონენტებისთვის ბინაზე მომსახურების სერვისი ამოქმედდა

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 19:10

დღეიდან სილქნეტის (ფიზიკური/იურიდიულიპირი) აბონენტებისთვის თბილისსა და რეგიონში ამოქმედდა ახალი სერვისი. ცხელ ხაზზე დარეკვით ან სერვის ცენტრში მისვლით, მომხმარებელს შეუძლია  ისარგებლოს სპეციალისტთა ჯგუფის გამოძახების სერვისით, რომელიც უზრუნველყოფს ბინაზე ან ოფისში მოწყობილობებისა და აპარატურის გადაადგილება-რეოგრანიზაციას. აღნიშნული სერვისის საფასური მომხმარებელს დაერიცხება სააბონენტო გადასახადთან ერთად: ფიზიკურ პირს – 30 ლარი; იურიდიულ პირს 50 ლარი.

 ასევე, თბილისსა და რეგიონში სილქნეტის ინტერნეტ-აბონენტებს (ფიზიკური პირი) შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ბინაზე მომსახურება პირად საკუთრებაში არსებულ wi-fi მოდემზე, რაც გულისხმობს ინსტალაციას, არსებულ მოდემზე ხარვეზების აღმოფხვრას და მოწყობილ მოდემზე ნებისმიერი სახის კონფიგურაციას. ამ სერვისის საფასური 10 ლარია.

სილქნეტის Wireless Access Point–ს აპარატურის შეძენისას თბილისელ მომხმარებელს 30 დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურებიან. სერვისი ითვალისწინებს:მოწყობილობის კონფიგურაციას, გადატვირთვას დათრაბელ შუთინგს (დაზიანების აღმოფხვრას). აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ აბონენტს დაერიცხება wi-fi მოდემის მომსახურების სტანდარტული ტარიფი (10 ლარი).

სილქნეტის აბონენტებისთვის 10 მეტრამდე კაბელით უზრუნველყოფა სრულიად უფასოა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45