დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 18:58

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 16-18 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, მიროსლავა ნემცოვას და სენატის თავმჯდომარეს, მილან შტეხს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები: ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, კარელ შვარცენბერგთან; პრაღის მერთან, ბოჰუსლავ სვობოდასთან; ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის წევრებთან და ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატაში სამოქალაქო-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელთან.

დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ქართველ სტუდენტებს შეხვდებიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს.

ჩეხეთის რესპუბლიკას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ირაკლი ჩიქოვანი, ივანე კიღურაძე და დავით დარჩიაშვილი ეწვევიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6