ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველს შეხვდებიან

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 18:56

სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში“ ხვალ,  16:00 საათზე.  ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთან ერთობლივ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის მიზანია მომავალმა დეპუტატებმა გააცნონ საზოგადოებას მათი ხედვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე. ასევე, გაეცნონ მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტულ საკითხებს.

შეხვედრა იმართება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ორგანიზებით.

შეგახსენებთ, რომ პროექტს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას“ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით 2012 წლიდან ახორციელებს და ის მიზნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის საარჩევნო პროცესებში სრულფასოვან ჩართულობასა და სამოქალაქო ინტერესების დაცვას ისახავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61