19 აპრილის აქციაზე პროვოკაციებისა და არეულობის მოწყობა იგეგმება - ირაკლი ღარიბაშვილი

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 18:02

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის აქციაზე რამდენიმე მოქმედი პოლიციელის მიყვანას აპირებს, რომლებიც პოლიციელის ფორმას საჯაროდ გაიხდიან და პოლიციელის საბუთს დახევენ.

 ამის შესახებ მინისტრი გაზეთ `ქრონიკასთან`ინტერვიუში აცხადებს.  

"ეს არის, პირველ რიგში, საკუთარი თავის, მუნდირის, პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა, თუ მათ მსგავს სასაცილო სპექტაკლში მონაწილეობა საბოლოოდ აქვთ გადაწყვეტილი, მოვუწოდებ, ხვალვე დაწერონ პატაკი და წავიდნენ სამინისტროდან, რადგან პოლიცია არის თავისუფალი პოლიტიკისგან. ამას გარდა, კანონით არის განსაზღვრული, რომ პოლიციელისთვის დაუშვებელია, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მანიფესტაციაში", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილი აგრეთვე ამბობს, რომ აქციზე გარკვეული ჯგუფები პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, პროვოკაციებისა და არეულობის მოწყობასაც აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58