რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქციაში - ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ ჩაერთო

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 17:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქციაში - "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ ჩაერთო. მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.

აქციაში, ასევე, მონაწილეობდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და ხუხუნაიშვილის სახელობის რეფორმების ცენტრის თანამშრომლები. იშვილის კლინიკის სისხლის ბანკის ბრიგადა ადგილზე, რეგიონული განვითარების სამინისტროში მუშაობდა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 40 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისთვის, ძირითადად, ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო. შესაბამისად, პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა.

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 60 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე, ბოლო ათი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი), არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24-36 საათის განმავლობაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45