NDI ახალ კვლევებს აქვეყნებს

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 17:48

NDI-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, წინა გამოკითხვასთან შედარებით ტენდენცია უცვლელია და მოსახლეობის პრიორიტეტებად სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა რჩება. 61% -თვის უმთავრესი სამუშაო ადგილებია. მეორე ადგილზეა ტერიტორიული მთლიანობა 34 პროცენტით, 32 პროცენტი კი მთავარ საკითხად ხელმისაწვდომ ჯანდაცვას მიიჩნევს.

კითხვაზე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ როგორ შეიცვალა სოციალური მდგომარეობა მათ ოჯახებში. 10% აღნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა პოზიტიურად შეიცვალა, 8% კი უარყოფით ტენდენციას ასახელებს.

შეკითხვაზე, რა მიმართულებით ვითარდება დღეს საქართველო, 50% ახადებს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი 8%-მა დააფიქსირა.

კვლევაში იყო შეკითხვაც, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესს. 88% მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული. 8% თვლის, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

შეკითხვა ეხებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკასაც. 42% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ეს საფრთხე გაზვიადებულია. 26% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, 23% კი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

გამოკითხულთა 84% მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოლაპარაკებებს, რომელიც ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას შეეხებ. 78% პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას რუსეთთან ურთიერთობებში დადებითად აფასებს. მოსახლეობის 76% და 73 % -თვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას აქვს გაცხადებული კურსი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან მიმართებით.

შეკითხვები ქართულ მედიასაც შეეხო. გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილის ინფორმაციის ძირითადი წყარო არის ტელლევიზია, სამ ძირითად ტელევიზიას შორის პირველ ადგილს საზოგადოებრივი მაუწყებელი იკავებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51