ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 20 აპრილს დასრულდება

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 17:34

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესს 20 აპრილს 18:00 საათზე დაასრულებს, - განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს. 

სამინისტროს განცხადებით,  აბიტურიენტები, რომლებიც ამ ვადაში არ გაივლიან რეგისტრაციას (არ მიუთითებენ ჩასაბარებელ გამოცდებს და ა.შ.) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

2013 წელს აბიტურიენტები რეგისტრაციას მხოლოდ ინტერნეტით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შემდეგ მისამართზე(www.naec.ge; online.naec.ge) გაივლიან.

აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ 2013 წლიდან მეორადი ჩარიცხვები აღარ ჩატარდება, ამიტომ თავიდანვე უნდა მიუთითონ ყველა პროგრამა, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5