ირმა ნადირაშვილი შს მინისტრს მიმართავს, არ გადააქციოს უწყება პლაკატების ჩამომხევ ორგანიზაციად

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 16:52

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენლებმა თბილისში პატრულის თანამშრომლები ნახეს, რომლებიც 19 აპრილის პლაკატებს ხევდენენ, -  განაცხადა დღვანდელ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა ირმა ნადირაშვილმა. 

ნადირაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად ჟურნალისტებს ვიდეომასალა წარუდგინა, რომელიც, მისი განცხადებით, დღეს დილით 5 საათზე ჯორჯ ბუშის ქუჩაზე არის გადაღებული. ვიდეო-მასალაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან ასახული, რომლების 19 აპრილის პლაკატებს ხევენ. 

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც მინისტრი პატრულს აძლევს ისეთ დავალებებს, რომელიც მათ საქმიანობას არ შეესაბამება. ჩვენთვის ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა, რადგან პატრული არის ახალი სახელმწიფოს სიმბოლო და ის სარგებლობს ძალიან მაღალის ნდობის ხარისხით საზოგადოებაში. მინდა ვთხოვო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ეს ინსტიტუტი არ გადააქციოს პლაკატების ჩამომხევ ორგანიზაციად", - განაცხადა ნადირაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრს მსგავსი ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6