საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში ბარაკ ობამას რწმუნებათა სიგელს გადასცემს

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 16:28

დღეს თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას რწმუნებათა სიგელს გადასცემს,  - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

საგარეო უწყებაში გამართულ დღევანელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა, სხვა მნიშვნელოვან თემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ საქართველოს ეუთოს 10 საერთაშორისო დამკვირვებელი ესტუმრა, რომლებიც შუალედურ არჩევნებზე იმუშავებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე აგვისტოს ომის შესაძლო გამოძიებაზეც ისაუბრა და აღნიშნა,  რომ 2008 წელს საქართველოს საზღვარი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახა და საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია.

’’ჩვენ ამ პოზიციას ვაფიქსირებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველა ფორუმზე, ორმხრივ მოლაპარაკებებში და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ქვეყნის დეოკუპაცია“, - განაცხადა ზალკანიანმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45