სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა საქმეზე გამოძიება დაიწყო

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 15:47

სენაკის სამხედრო პოლიციის სამი თანამშრომელი, რომლებმაც ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის მცხოვრებლებს შეურაცხყოფა მიაყენეს და მათი კუთვნილი ავტომანქანა გაჩხრიკეს, სავარაუდოდ, ნასვამი იყო.

გუშინ გვიან ღამით ქობულეთში სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომელებსა  და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე ზაზა მეტონიძემ გააკეთა.

როგორც ზაზა მეტონიძე განმარტავს, სენაკის სამხედრო ნაწილის პოლიციის 3 თანამშრომელს ადგილობრივ მცხოვრებლებთან კონფლიქტი მოუვიდათ, რა დროსაც სოფლის მცხოვრებლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მეტონიძის თქმით, ქობულეთის რაიონული სამმართველო მომხდარ ფაქტს უკვე იძიებს, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიციის თანამშრომელთა მიმართ არ დაწყებულა. ბათუმის პროკურატურის წარმომადგენელი მათ ვინაობას არ ასახელებს და აცხადებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიციელთა სახელების დასახელება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.

მედიისთვის არსებული ინფორმაციით, ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის მცხოვრებლებსა და სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებს შორის ინცინდენტი გუშინ 14 აპრილს, საღამოს საათებში მოხდა. სენაკის სამხედრო პოლიციის სამი თანამშრომელი ერთ-ერთი პოლიციელის ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდნენ, რა დროსაც სოფელ ციხისძირის მცხოვრებლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მათი კუთვნილი ავტომანქანა გაჩხრიკეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51