ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელზეც ქართულმა საზოგადოებამ თავის დროზე უარი განაცხა - გიორგი თევზაძე

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 13:17

ადამიანის უფლებების დამცველი გიორგი თევზაძე საქართველოს ხელისუფლებას და ფართო საზოგადოებას განცხადებით მიმართავს, სადაც ჰუდონის მშენებლობასა  და მოსალოდნელ ეკოლოგიურ კასტასტროფაზეა საუბარი.

უფლებადამცველის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობამ რუსეთისათვის ყველაზე მნიშვნელოვან, მაგრამ საქართველოსათვის დამღუპველ პროექტს - ჰუდონის მშენებლობას და მის ექსპლუატაციაში გაშვებას მტკიცე პროტესტი გამოუცხადა, რითაც საქართველომ თავიდან აიცილა რამდენიმე მშვენიერი ისტორიული სოფელისა და ძეგლების დატბორა და მოსალოდნელი ეკოლოგიური კასტასტროფა.

თევზაძის განცხადებით, ახალი ხელისუფლების მხრიდან ჰუდონჰესის ამუშავებაზე მსჯელობა გამოიწვევს რამდენიმე ქართული სოფლების წყლით დატბორვას, ეკოლოგიურ კატასტროფას და მაღალი ალბათობით სხვა კატაკლიზმებს და არ ღირს ამის ფასად ნებისმიერი ეკონომიერი მოგება მიიღოს სახელმწიფომ.

„დღეს, როცა საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსს ატარებს და 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ ცალსახად ნდობა გამოუცხადა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური აზროვნება უკავშირდებოდა სამართლიანობის აღდგენას, ქართული სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნული ღირებულებების დაცვას, ქართული ენის როგორც სახემწიფო სტატუსის განმტკიცებას და პოპულარიზაციას, და გადაიდგმებოდა ნაბიჯები რომელიც პრესპექტივაში მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული სახელმწიფოს ეკონომიურ გაძლიერების გზაზე და არა ისეთი პროექტების განხორციელების მსჯელობაზე, რომელზეც ქართულმა საზოგადოებამ თავის დროზე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უარი განაცხადა და არაერთი საპროტესტო აქციის ფონზე იმპერია იძულებული გახდა უარი ეთქვა დაწყებულ ჰუდონის ექსპლუატაციაში გაშვებაზე,

ნებისმიერი საკითხი უნდა გადაწყდეს ქართული ეროვნული ღირებულებებისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც თავისი შინაარსით დადებით შედეგებს მოუტანს საქართველოს, გასაგები და საყურადღებოა ხელისუფლების პოზიცია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის აუცილებლობასთან დაკავშირებით და ხელისუფლების ეს პოლიტიკა მისასალმებელია. თუმცა სასიცოცხლოდ აუცილებელია მსგავსი მაშტაბის გადაწყვეტილების მიღება მოხდეს მაღალი კონსენსუსის დონეზე, პირველ რიგში ადგილობრივი მაცხოვრებელების ლეგიტიმური ინტერესების დაცვის და ეკოლოგიის დარგში მოღვაწე ექსპერტების კომპლექსური დასკვნის გათვალისწინებით. ეს ის ინტერესებია, რომლის გაუთვალისწინებლად ენერგოდამოუკიდებლობის მიღება არ შეიძლება.

ამასთავე მიმაჩნია, რომ მრავალი წლის მანძილზე ქართველი სტუდენტი ახალგაზრდობა თავის მნიშვნელოვან პოზიციას აფიქსირებდა და საჭიროების შემთხვევაში დააფიქსირებს დღესაც ნებისმიერ საკითხზე, ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოების პოზიცია ერთიანი იქნება და მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები რომელიც არ დააზარალებს საზოგადოების ინტერესებს”, - ნათქვამია უფლებადამცველ გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61