დავით უსუფაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 12:45

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან ერთად სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.  ბიძინა ივანიშვილი გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.

დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორი ქრეიგ კენედი, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბოლდტი, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკიევიჩი, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ლატვიის სეიმის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალდას ზატლერსი,

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის ასისტენტი ჰეიჯ ალექსანდერი, ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური მრჩეველი იევა კუპჩე, უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელი და “კოპენ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ფატა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61