ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით, შსს-მ ორი პირი დააკავა

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 12:36

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული ანზორ ჩ. და 1954 წელს დაბადებული თამაზ ხ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ანზორ ჩ-მ მოქალაქეს დიპლომის დამზადების სანაცვლოდ 2800 ამერიკული დოლარი მოსთხოვა, ამ თანხიდან 300 დოლარი ავანსად დაიტოვა, ხოლო დიპლომის დამზადება თანამზრახველს, ერთ–ერთი გაუქმებული უმაღლესი სასწავლებლის ყოფილ რექტორ თამაზ ხ-ს სთხოვა.

სამართალდამცველებმა ანზორ ჩ. მეტროსადგურ „მარჯანიშვილი“–ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა მან მოქალაქეს დარჩენილი 2500 აშშ დოლარი გამოართვა და დამზადებული ყალბი დილპომი გადასცა, ხოლო თამაზ ხ. ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს.

თამაზ ხ-ს ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მოქალაქის მიერ გადახდილი 300 აშშ დოლარი, მისი 3 ფოტოსურათი, პირადობის მოწმობის და ატესტატის ასლები, ასევე 19 შეუვსებელი ყალბი დიპლომი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღების ან გამოყენების მიზნით) მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43