პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები ამერიკაში ვიზიტით იმყოფებიან

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 12:31

საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართლებრივი პროგრამების ბიუროს (INL) მიწვევით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრა ობოლაძე, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი ბესიკ ცხადაძე და პრობაციის ოფიცრები: თამარ ჭანტურია და კოშკარ ოსმანოვი.

ვიზიტი სასწავლო ხასიათისაა და მიზნად ისახავს, დელეგაციას გააცნოს ამერიკის შეერთებული შტატების პრობაციის სისტემა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების მუშაობის თავისებურებები. უახლოეს მომავალში საქართველოშიც ამოქმედდება ანალოგიური ტიპის დაწესებულება და ამდენად, მისი სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს.

დელეგაციის წევრებს ასევე საშუალება ექნებათ, დეტალურად შეისწავლონ ფედერალურ პრობაციის სისტემაში რისკისა და საჭიროების განსაზღვრის პროცესის ძირითადი ასპექტები.

მივლინების პერიოდში (14-21 აპრილი) დელეგაცია მოინახულებს ტეხასის შტატის პრობაციის ორ დეპარტამენტს, თავისუფლების შეზღუდვის ორ დაწესებულებას და პრობაციის სასწავლო ცენტრს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45