თეა წულუკიანი თვლის, რომ აგვისტოს ომის გამოძიება საერთაშორისო ვალდებულებაა

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 12:18

აგვისტოს ომის გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა და პრეზიდენტი აუცილებლად დაიკითხება, - ეს განცხადება  იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა "კვირის პალიტრა"-სთან  მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"საქართველო არის ომის მონაწილე მხარე და როდესაც მხარე გავხდით, ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები ჰააგის სასამართლოში, - აცხადებს გამოცემასთან იუსტიციის მინისტრი.

წულუკიანის განცხადებით, პროკურორთან შესულია დიდი ინფორმაცია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩივიან იმის თაობაზე, რომ ამ ომში სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ან სხვა დანაშაული, რაც ომისდროინდელ დანაშაულად კვალიფიცირდება.

"რაც შეეხება პრეზიდენტის დაკითხვას, თუ საქმის გარემოებები ამას მოითხოვს მოცემულ დროს, დაიკითხება პრეზიდენტიც, თუმცა  შესაძლოა იმ დროისთვის უკვე პრეზიდენტი აღარც იყოს და ბევრი მაღალჩინოსანიც, რომელი ქვეყნის და ეთნიკური წარმოშობისაც არ უნდა იყვნენ ისინი, რომელთა სახელი, სამწუხაროდ, უხერხულად შეიძლება ფიგურირებდეს აგვისტოს ომში", – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6