15 აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

, 14 აპრილი, 2013 - 23:51

ვერძი - დღეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე თორემ ყოველივე თქვენს ჯანმრთელობასა და მომავალზე აისახება. ეს კი არცთუ კარგი იქნება თქვენთვის. 

კურო - პირად ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევთ, თუ საკუთარ თავს არ დაადანაშაულებთ ყველაფერში.

ტყუპები - თქვენ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხართ, ამიტომ არ გაწყენდათ დასვენება და ბუნებაში გასვლა.

კირჩხიბი - დღეს სიახლეებით აღსავსე დღე გელოდებათ, შეიძენთ ახალ ნაცნობებს და არ არის გამორიცხული, რომ პირად ურთიერთობებშიც გადაიზარდოს. მართალია, რაღაცეების დათმობა მოგიწევთ, მაგრამ შემდეგ მიხვდებით, რომ სწორად მოიქეცით.

ლომი - დღეს ეცადეთ, რომ კარგად დაისვენოთ, ასევე გელით ახალი ნაცნობობა. ფინანსური სვლებისგან თავი შეიკავეთ.

ქალწული - დღეს ადვილად ნუ ენდობით ვინმეს. შეძლება მოგიწიოთ კონფლიქტი უფროსთან, მაგრამ ეს მალე გაივლის, მთავარია თავშეკავება შეძლოთ.

სასწორი - დღეს წინდახედულება გამოიჩინეთ, თქვენს ცხოვრებაში ახალი სასიამოვნო ეტაპი იწყება. საღამო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

მორიელი - დღეს ეცადეთ გადატვირთული დღის გრაფიკი თქვნთვის სასიკეთოდ შეცვალოთ და ბევრი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს. გაერთეთ მეგობრებთან ერთად.

მშვილდოსანი - დღეს შეგიძლიათ განახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები. მართალია, არ არის პოზიტიური დღე,  მაგრამ ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ.

თხის რქა - დღეს ეცადეთ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. დრო პოზიტიურად და თქვენთვის საინტერესოდ გაატარეთ.  მოერიდეთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას.

მერწყული - დღეს პოზიტიური დღე გელით და საკმაოდ ბევრი ენერგიაც გექნებათ, საღამოს კი გადატვირთული დღის შემდეგ ეცადეთ სასიამოვნოდ დაისვენოთ.

თევზები - დღეს ეცადეთ საკუთარ თავსა და პრობლემებს მიხედოთ და სხვების საქმეში ნუ ჩაერეევით.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6