თამბაქოს მოხმარება მძიმე, ქრონიკული დაავადებაა

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 11:43

მედიცინაში თამბაქოს მომხმარებელი ქრონიკული ნიკოტინიზმით დაავადებულად ითვლება, საზოგადოებაში კი გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ თამბაქოს მოხმარება არის არა დაავადება, არამედ მავნე ჩვევა.

მწეველთა უმეტესობა თავს დაავადებულად არ მიიჩნევს. უფრო მეტიც, მდგომარეობის არასათანადო შეფასების გამო აგრძელებენ თამბაქოს მოხმარებას და მხოლოდ მწეველობით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან ახალი დაავადების/პათოლოგიის განვითარების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის სპეციალისტს.

ფაქტია, რომ სიგარეტის ერთი ღერი შეიცავს ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის გარდა, 4300 ნივთიერებას, მათ შორის რადიაქტიულ ელემენტებს და კანცეროგენებს. მოწევის შედეგად ისინი უკლებლივ ყველა ორგანიზმში ხვდება და თითოეული მოწეული ღერი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ინტოქსიკაცია კი ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობაა და არა მავნე ჩვევა.

თითოეული მოწეული ღერი სიგარეტი ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და კლავს. ,,მოწევა კლავს”- კოლოფზე აღნიშნული წარწერა შეესაბამება სინამდვილეს. ამას თამბაქოს ინდუსტრიაც კი აღიარებს. მომაკვდინებელი არის მხოლოდ დაავადება და არა მავნე ჩვევა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის ,,British American Tobacco” წინააღმდეგ გაიმართა სასამართლო პროცესი. ამ პროცესის შედეგად აშშ-ის თამბაქოს ყველა კომპანია დადანაშაულებულ იქნა საზოგადოების მანიპულირებასა და უპრეცენდენტო მასშტაბით მოტყუების მცდელობაში. სასამართლომ მათ დააკისრა იმ პერიოდისთვის კოლოსალური ჯარიმა-249 მლრდ დოლარის გადახდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5